ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი ამოქმედდა. "ჩერნომორენერგოს" ინფორმაციით, დღეიდან ელექტროენერგია, ორ-ორი საათით, დღეში 6 საათით გაითიშება.
"ეს გამოწვეულია ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონით და ელექტროენერგიის მაღალი მოხმარებით. შეზღუდვები სიტუაციის გამოსწორებამდე დარჩება. ამჟამად წყლის დონე 414 მეტრს შეადგენს", - აცხადებენ "ჩერნომორენერგოში".