მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 114 მილიონი ბარელი ნავთობი იყო ექსპორტირებული - BP

აზერების ნავთობი

BP საქართველო 2023 წლის პირველი ნახევრის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის [BTC] საქმიანობის ფარგლებში საოპერაციო დანახარჯი 59 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო, ხოლო კაპიტალური დანახარჯი 18 მილიონ დოლარს აღემატებოდა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის აქციონერები არიან: BP (30.1%), SOCAR (25%), MOL (8.9%), Equinor (8.71%) და სხვა მცირე წილს ჯამში შვიდი კომპანია ფლობს.

ანგარიშის მიხედვით, 1768 კმ სიგრძის მილსადენმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2023 წლის ივნისის ბოლომდე ჯამში 4.1 მილიარდზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა. 

2023 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 114 მილიონი ბარელი (15 მლნ ტონაზე მეტი) BTC მიერ ექსპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 158 ტანკერში ჩაიტვირთა.

ამას გარდა, ანგარიშში წერია, რომ ბაქო-თბისილი-ჯეიჰანის საშუალებით ასევე გრძელდება კასპიის რეგიონის ნედლი ნავთობის და კონდენსატის [ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან] სხვა მოცულობების ტრანსპორტირება.

1768 კილომეტრის სიგრძის მილსადენის საქართველოს მონაკვეთის მართვაზე პასუხისმგებელი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაც არის, რომელიც ყოველთვიურად აქვეყნებს გატარებული ნავთობის მოცულობის შესახებ სტატისტიკას.

ქართული მხარის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ბაქო–სუფსას ნავთობსადენი მიმდინარე წელს მხოლოდ თებერვალში იყო ფუნქციური და მისით 100 ათასი ტონა ნავთობი იქნა გადაზიდული. მილსადენის ოპერატორ BP-ში აცხადებენ, რომ მილსადენი მხოლოდ კონტრაქტების არსებობის პირობებში იმუშავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები