საქართველოს სადაზღვევო სექტორმა 2026 წლის პირველ ნახევარში 930 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია - ამის შესახებ კომპანიების მიერ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენილი მონაცემებიდან ხდება ცნობილი.
სექტორის მასშტაბით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში კომპანიებმა 429 მილიონი ლარის სადაზღვევო ზარალი აანაზღაურეს, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 363 მილიონი ლარი იყო.
საქართველოში სულ 19 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს, რომელთა შორისაც თანაბარი - 151-151 მილიონი ლარის პრემია "თიბისი დაზღვევამ" და "იმედი L"-მა მიიღეს. მესამე პოზიციას კი "ალდაგი" იკავებს 136 მილიონი ლარით.
მოზიდული პრემიის მიხედვით პირველ ადგილზე ორი კომპანიაა - თიბისი დაზღვევა და „იმედი L“, რომლებმაც წლის პირველ ექვს თვეში 151-151 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს.
| # | კომპანია | 2026 წლის 6 თვე - მლნ ლარი | წლიური ცვლილება |
| 1 | თიბისი დაზღვევა | 151 მლნ ₾ | 10% |
| 2 | იმედი L | 151 მლნ ₾ | 84% |
| 3 | ალდაგი | 136 მლნ ₾ | 9% |
| 4 | ჯიპიაი ჰოლდინგი | 135 მლნ ₾ | -9% |
| 5 | არდი | 81 მლნ ₾ | 40% |
| 6 | ბენეფიტი | 69 მლნ ₾ | 8% |
| 7 | ირაო | 46 მლნ ₾ | -2% |
| 8 | ვაიზერი | 33 მლნ ₾ | 27% |
| 9 | უნისონი | 32 მლნ ₾ | 7% |
| 10 | ნიუ ვიჟენი | 21 მლნ ₾ | 50% |
| 11 | ალფა | 20 მლნ ₾ | 18% |
| 12 | ბბ დაზღვევა | 13 მლნ ₾ | -13% |
| 13 | საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი | 11 მლნ ₾ | 0% |
| 14 | ევროინსი | 10 მლნ ₾ | -17% |
| 15 | პრაიმი | 9 მლნ ₾ | 50% |
| 16 | ქართუ | 5 მლნ ₾ | 0% |
| 17 | ავტოგრაფი | 3 მლნ ₾ | 50% |
| 18 | ტაო | 2 მლნ ₾ | 100% |
| 19 | გრინ დაზღვევა | 2 მლნ ₾ | 0% |
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში 19 სადაზღვევო კომპანია იყო რეგისტრირებული, რომლებსაც სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიები აქვთ. სექტორის სადაზღვევო მოგებამ 189 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 64 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიების ჯამური აქტივები 1.874 მილიარდ ლარამდე, კაპიტალი კი 525 მილიონ ლარამდე გაიზარდა.




























