მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6 თვეში საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტი გაუიაფდა - სად რამდენი შევიძინეთ?

ექსპორტი

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი გაუიაფდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 601 მილიონ 850 ათასი დოლარის ღირებულების 808 559 ტონა ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს ღირებულებაში 4.9%-ით ჩამორჩება, მოცულობაში კი 8.9%-ით გაიზარდა.

იმპორტის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს 6 თვის ჭრილში საქართველო 1 ტონა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს საშუალოდ 853 დოლარად შემოდიოდა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი ტონა ნავთობპროდუქტების შეძენის საშუალო ღირებულება 744 დოლარამდე შემცირდა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების შემცირებით არის განპირობებული.

საქართველოს იმპორტში ნავთობსა და ნავთობპროდუქტები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. იანვარ-ივნისში მთლიან იმპორტში 6.9%-იანი წილით ამ საქონელს მსუბუქი ავტომობილების შემდეგ, შემცირების მიუხედავად, იმპორტირებული საქონლის რეიტინგში მეორე ადგილი ეკავა.

ნავთობის და ნავთობპროდუქტების მთავარი მომწოდებელი მიმდინარე წელსაც რუსეთი რჩება. ამ პერიოდში შესყიდვების 47.2% სწორედ რუსეთზე მოდიოდა და იმპორტი წლიურად როგორც ღირებულებით, ასევე მოცულობითაც გაზრდილია. [2024 წლის 6 თვე - $264.6 მლნ, 344 960ტონა].

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. რუსეთი - $284.5 მლნ, 409 171 ტონა;
  2. რუმინეთი - $117.4 მლნ, 157 130 ტონა;
  3. ბულგარეთი - $85.8 მლნ, 115 578 ტონა;
  4. თურქეთი - $34.1 მლნ, 36 860 ტონა;
  5. აზერბაიჯანი - $22.5 მლნ, 33 743 ტონა;
  6. უზბეკეთი - $8.2 მლნ, 13 860 ტონა;
  7. გერმანია - $8 მლნ, 1 648 ტონა;
  8. თურქმენეთი - $7.8 მლნ, 11 870 ტონა;
  9. საბერძნეთი - $5.2 მლნ, 6 792 ტონა;
  10. კვიპროსი - $4.2 მლნ, 5 350 ტონა.

შედარებით მცირე მოცულობებით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი იანვარ-ივნისში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან, ისრაელიდან, მალტიდან, ბელარუსიდან, კორეიდან, ირანიდან და საფრანგეთიდან განხორციელდა.

საქართველოში საწვავი ივლისშიც გაძვირდა - რა ფასად შეიძენთ ბენზინს/დიზელს?

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. ნედლი ნავთობი 65 დოლარი ღირს, რაც თვის ჭრილში თითქმის 1%-იანი ზრდაა, თუმცა წლიურად ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 16%-ით არის შემცირებული. Brent-ის ტიპის საწვავზე ფასი 68 დოლარამდეა შემცირებული, თვის ჭრილში მატება 1.5%-ია, წლიურად კლება კი 16%-ს შეადგენს. რაც შეეხება რუსულ ურალს, მისი ფასი 65 დოლარია, თვის და წლის ჭრილში კლება 9% და 14%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები