საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის I-II კვარტალში საქართველოში 5 985 ხანძარი დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ხანძრებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 122 დაშავდა.
ამასთან, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხანძრისგან განადგურდა 253 შენობა-ნაგებობა და 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიღუპა.