ხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, წელს თბილისის მერია 6000-მდე ახალგაზრდისთვის საზაფხულო პროგრამებს განახორციელებს, — ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთონ,
„პროგრამაში შარშან 5 000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. წელს გვაქვს შესაძლებლობა, გავზარდოთ რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციულ აქტივობებთან ერთად, განხორციელდება 20-მდე თემატური ახალგაზრდული ბანაკი, მათ შორის: ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, კინო და თეატრალური ხელოვნების, ინგლისური ენის, ინტელექტუალური საკუთრების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების. ადგილობრივი ბანაკების გარდა, იგეგმება საერთაშორისო ბანაკები ფრანგი და შვედი ახალგაზრდების ჩართულობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო იქნება. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება.
ინფორმაციისთვის, 2025 წლის საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამები დაიწყება 15 ივნისიდან და გაგრძელდება სექტემბრამდე.




























