მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

63,000 მოქალაქეს 2021 წლამდე წარმოშობილი 302 მილიონი ლარის საგადასახადო ვალი ჩამოეწერა

შემოსავლების სამსახური

63,000 მოქალაქეს 2021 წლამდე წარმოშობილი 302 მილიონი ლარის ვალი ჩამოეწერა - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ვალების ჩამოწერა მოხდა საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც პარლამენტმა 19 აპრილს მიიღო.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ჩამოწერილ ვალს შორის ძირი გადასახადი 104 მილიონ ლარს, სანქცია 71.5 მილიონ ლარს, ხოლო საურავი 126 მილიონ ლარს შეადგენდა. მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს ვალი ელექტრონულად ჩამოეწერა 278.6 მილიონი ლარის ოდენობით, 329 ფიზიკურ პირს კი ვალი მათი პირადი მიმართვის საფუძველზე ჩამოეწერა 23 მილიონი ლარის ოდენობით.

"ვალის ჩამოწერის ინიციატივა შეეხება გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე სუბიექტებს და პროცესი გულისხმობს, იმ აღიარებული საგადასახადო დავალიანების, დარიცხული საურავების ჩათვლით

ჩამოწერას, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის პირველ იანვრამდე. განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი (2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება) შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობაა.

მნიშვნელოვანი გარემოებაა, ის რომ დავალიანების ჩამოწერის შემდგომ, ფიზიკური პირის მიმართ გადახდევინების უზრუნველსაყოფად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები - საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება და ა. შ ავტომატურად გაუქმდება. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას ეკონომიკურ საქმიანობაში,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები