მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვა შემცირდა

მილსადენი

იანვარ-ივლისში აზერბაიჯანში მაგისტრალური მილსადენებით გატარებული ნავთობის მოცულობა 1,32%-ით შემცირდა და 22 მილიონ 771 ტონა შეადგინა.

BM.GE-ს აზერბაიჯანის ბიურო აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ გატარებული მოცულობების 75.4% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენითაა ტრანსპორტირებული.

მათივე ცნობით, იანვარ-ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა 2.54%-ით ნაკლები 17 მილიონ 167 ათასი ტონა ნავთობი გაატარა.

საანგარიშო პერიოდში, მილსადენში 81.3% ანუ 13 მილიონ 952 ათასი ტონა აზერბაიჯანულმა ნავთობმა გაიარა, 18.7% კი, რაც 3 მილიონ 214 ათას ტონას შეადგენს თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან მოწოდებული ნავთობი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები