საქართველოს $14 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში იანვარ-ივლისში იმპორტზე 72.8% მოდიოდა. 7 თვის ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, იმპორტდამოკიდებული ქვეყნიდან სხვადასხვა საქონლის შესაძენად 10 მილიარდ 310 მილიონი დოლარი გავიდა, რაც წლიურად 10.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თუმცა სტატისტიკიდან ვიგებთ იმასაც, რომ ექსპორტის მსგავსად, მხოლოდ ივლისის თვეში იმპორტი 6.6%-ით, 1 მილიარდ 464 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივლისში 10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.6% დაიკავა. ამასთან, აშშ-დან იმპორტის ზრდა ავტომობილების იმპორტის გაზრდილ მაჩვენებელს უკავშირდება. წლის ამ პერიოდში იმპორტი გერმანიიდან და იაპონიიდან შემცირდა.
TOP-10 იმპორტიორი ქვეყანა:
- თურქეთი - $1.5 მლრდ, ზრდა - 2.2%;
- აშშ - $1.5 მლრდ, ზრდა - 39.5%;
- რუსეთი - $1 მლრდ, ზრდა - 6.5%;
- ჩინეთი - $1 მლრდ, ზრდა - 20.5%;
- გერმანია - $683 მლნ, კლება - 4.7%;
- გაერთიანებული სამეფო - $448.5 მლნ, ზრდა - 425%;
- აზერბაიჯანი - $332 მლნ, ზრდა - 2.2%;
- იტალია - $247 მლნ, ზრდა - 5.1%;
- იაპონია - $225.9 მლნ, კლება - 27%;
- საფრანგეთი - $187.6 მლნ, ზრდა - 6.9%;
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ივლისში მსუბუქი ავტომობილების სახით იყო წარმოდგენილი, რომლის იმპორტმა 2 მილიარდ 58 მლნ დოლარი და მთელი იმპორტის 20% შეადგინა. იმპორტის კუთხით შემცირებულია ნავთობროდუქტების, სატვირთოებისა და გამომთვლელი მანქანების შემოტანა.
იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - $2 მლრდ, ზრდა - 9.5%;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $727.5 მლნ, კლება - 5.6%;
- სურათები, ნახატები - $481 მლნ, ზრდა - 244 469%;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $398 მლნ, ზრდა - 7.7%;
- ნავთობის აირები - $258 მლნ, ზრდა - 8.3%;
- სატელეფონო აპარატები - $176.2 მლნ, ზრდა - 1.9%;
- სატვირთო ავტომობილები - $99.9 მლნ, კლება - 17.8%;
- სიგარები, სიგარილები - $92.7 მლნ, ზრდა - 2.8%;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $91.2 მლნ, ზრდა - 5.7%;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $89.6 მლნ, კლება - 53.8%.




























