მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

7 თვეში კონკურენციის სააგენტოში მომხმარებლის დაცვის მიმართულებით 502 განაცხადი შევიდა

საზოგადოებრივი დამცველი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2024 წლის შვიდი თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 502 განაცხადი დაფიქსირდა.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 52 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 114 საქმეზე.

მათივე ცნობით, GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 27 მოვაჭრეს - 35 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 22 312 ლარი.

მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 89 საქმეზე - 79 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 87%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 3%, რომელსაც მოჰყვება იმერეთი და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონები.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 161, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 155, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 91, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 25, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 22, ხოლო სხვა დანარჩენი 48.

საანგარიშო პერიოდში, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს; ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს; ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%; ხოლო სხვა სახის საქმიანობა 11%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები