მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8 დეკემბერი: covid-19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა

5fcf1bcfb84b5
თელარა გელანტია
08.12.20 10:57
553
ბოლო 24 საათში, საქართველოში covid-19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 576 გარდაცვალების შემთხვევა", - აღნიშნა მან.

covid-19-ის 8 დეკემბრის სრული სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 169649 , ბოლო 24 საათში - 4673
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 141392 , ბოლო 24 საათში - 3893
მათ შორის გარდაცვლილი - 1576 , ბოლო 24 საათში - 36
კარანტინის რეჟიმში - 1186
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6829
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3759.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები