მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8 თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 0.9 მლნ ტონა ყაზახური ნავთობი გადაიზიდა

მილსადენი

აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტოს Trend-ის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი განახლდა. სააგენტოს ინფორმაციით, 13 სექტემბერს აქთაუს პორტში 8.8 ათასი ტონა ნავთობი ჩაიტვირთა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გასატარებლად. შემდეგი ჩატვირთვა 20 სექტემბერს იყო დაგეგმილი. Trend-ის ცნობითვე, 8 თვეში ჯამში 0.9 მლნ ტონა ყაზახურმა გაზმა გაიარა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში.

აზერბაიჯანულ მხარესა ყაზახეთის გაზის სახელმწიფო კომპანია "ყაზმუნაიგაზს" შორის ყაზახური ნავთობის ექსპორტზე შეთანხმება 2022 წელს დაიდო, როდესაც რუსეთმა კასპიის მილსადენის კონსორციუმის ნავთობსადენს [CPC] ხელოვნურად შეუქმნა პრობლემები. წლებია, ყაზახური ნავთობისთვის დასავლურ ბაზრებზე მილსადენით წვდომა მხოლოდ რუსეთის გავლით არის შესაძლებელი. ყაზახეთის ძირითადი ექსპორტი CPC-ით, შავ ზღვაზე ნოვოროსიისკის პორტის გავლით ხდება.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 8 თვეში მილსადენით 18,356 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გადაიტვირთა, რაც წლიურად 5.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. გატარებული ნავთობის 84%-ზე მეტი აზერბაიჯანული იყო, 15.7% კი თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან წარმოებული ნავთობზე მოდიოდა.

რიცხვები აჩვენებს, რომ ამ პერიოდში BTC-ის მეშვეობით გადაზიდული აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობა 2,1%-ით, ხოლო თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან ნავთობის ტრანზიტი 19,4%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები