საქსტატმა 2025 წლის 8 თვის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს ექსპორტმა პერიოდის განმავლობაში 4.45 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-ით მეტია.
ექსპორტში წამყვან პოზიციას კვლავ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს 1.7 მილიარდი დოლარით. ეს მთლიანი ექსპორტის 39%-ს წარმოადგენს, რაც ერთ კონკრეტულ საქონელზე მაღალ კონცენტრაციას ნიშნავს. თავად ავტოექსპორტი წელს 17%-ით გაიზარდა. მეორე პოზიციას ექსპორტში ძვირფასი ლითონების მადნები იკავებს, რაც წელს 62%-ით გაიზარდა და მან 239 მილიონი დოლარი შეადგინა. მესამე ადგილს 172 მილიონი დოლარით სპირტიანი სასმელები იკავებს, რაც წელს 8%-ით შემცირდა. ასევე 16%-ით შემცირდა ღვინის ექსპორტიც, რამაც მხოლოდ 166 მილიონი დოლარი შეადგინა.
| # | საქონელი | მოცულობა მილიონი დოლარი; | ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან |
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | $1,728 მილიონი დოლარი; | 17% |
| 2 | ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები | $239 მილიონი დოლარი; | 62% |
| 3 | სპირტიანი სასმელები | $172 მილიონი დოლარი; | -8% |
| 4 | ყურძნის ნატურალური ღვინოები | $166 მილიონი დოლარი; | -16% |
| 5 | ფეროშენადნობები | $137 მილიონი დოლარი; | -38% |
| 6 | მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე | $115 მილიონი დოლარი; | 2% |
| 7 | მინერალური და გაზიანი წყლები, შაქრის შემცველობით | $113 მილიონი დოლარი; | 24% |
| 8 | აზოტოვანი სასუქები | $88 მილიონი დოლარი; | 9% |
| 9 | სამკურნალო საშუალებები დაფასოებული | $80 მილიონი დოლარი; | 7% |
| 10 | ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით | $76 მილიონი დოლარი; | 14% |
| 11 | დანარჩენი საქონელი – სულ | $1,534 მილიონი დოლარი; | 1% |
იანვარ-აგვისტოში 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი ($943.1 მლნ), ყაზახეთი ($572.9 მლნ) და რუსეთი ($480.7 მლნ).




























