მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში ფილიპინებიდან საქართველოში 3 787 ვიზიტი განხორციელდა - სტატისტიკა

6138601d31ba7
ვიქტორია მღებრიშვილი
12.09.21 19:20
1041
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, გასულ კვირას საქართველოში ფილიპინების ახლადდანიშნულ ელჩს მარია ელენა ალგაბრეს შეხვდა. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს და პოსტპანდემიურ პერიოდში ორმხრივი ტურისტული ნაკადების აღდგენასა და უსაფრთხო მიმოსვლაზე ისაუბრეს.

BM.GE დაინტერესდა, რა პოტენციალი აქვს ტურიზმის განვითარების ნაწილში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფოსთან საქართველოს და როგორი ტურისტული აქტივობა იყო ფილიპინებიდან საქართველოში პანდემიამდე და მისი დაწყების შემდეგ. 

ტურიზმის ადმინისტრაციის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს საქართველოს ფილიპინელი ვიზიტორების მხრიდან 24 749 ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 14.2%-ით მეტი იყო. აღსანიშნია რომ ამ მიმართულებიდან საქართველოში მოგზაურობის რიცხვი წლების განმავლობაში იზრდებოდა. (2016 წელი - 14 950; 2017 წ. – 19 100; 2018 წ. – 21 673).

2020 წელს კი პანდემიის პერიოდში ეს რაოდენობა მკვეთრად - 18 082 ვიზიტით შემცირდა და წლიურად საქართველოს ფილიპინელი ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტებმა 6 667 შეადგინა. კლება 73.1% იყო.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებს, მაშინ როდესაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საჰაერო საზღვრები გაიხსნა და ზაფხულის სეზონიც აქტიური იყო, 8 თვეში ქვეყანაში ფილიპინებიდან 3 787 ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 43.1%-ით, ხოლო 2019 წლის მონაცემებს 75.8%-ით ჩამორჩება. (2020 წელი - 6 655 ვიზიტი; 2019 წელი - 15 663 ვიზიტი).

ცნობისთვის, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 961 757 შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 27.1%-ით, ხოლო 2019 წლის 8 თვესთან შედარებით 81.5%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები