მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში საქართველომ $1.1 მლნ-ს ჩაი გაყიდა - მთავარი საექსპორტო ბაზარი მონღოლეთია

ჩაი

საქართველოდან ჩაის ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა.

2024 წლის 8 თვეში საქართველომ 1.1 მლნ აშშ დოლარის 861.6 ტონა ჩაი გაიტანა ექსპორტზე. მთავარი საექსპორტო ბაზარი მონღოლეთია, სადაც იანვარ-აგვისტოში ქართული ჩაის 36.4% გაიყიდა.

საექსპორტო ბაზრების TOP-5 კი ასეთია:

  1. მონღოლეთი - $280.3 ათასის 313.8 ტონა;
  2. ყაზახეთი - $199 ათასის 335.8 ტონა
  3. ესტონეთი - $139 ათასის 2.02 ტონა;
  4. უკრაინა - $110 ათასის 37.6 ტონა;
  5. თურქეთი - $96.2 ათასის 32 ტონა.

რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველომ 5.5 მლნ-ს 1,285 ტონა ჩაი იყიდა, რაც 7.4%-ით ნაკლებია გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. მთავარი იმპორტიორი აზერბაიჯანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები