საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტში 37 მლნ 107 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (33 მლნ 367 ათასი აშშ დოლარი) 11.2%-ით აღემატება.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში იმპორტირებულმა ელ.ენერგიამ მილიარდ 715.9 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (835.2 მლნ კვტ.სთ) 105%-ით მეტია.
იმპორტის მაჩვენებლებში მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთი ლიდერობს, საიდანაც იანვარ-აგვისტოს პერიოდში იმპორტირებული ელექტროენერგია (1 მლრდ 49.4 მლნ კვტ.სთ), გასული წლის ამავე რვა თვის მაჩვენებელს 171.5%-ით აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოკუპირებულ აფხაზეთში წლიდან წლამდე მზარდი მოხმარებაა. 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით ამ რეგიონში 1 მლრდ 953.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია დაიხარჯა, რაც 2020 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებზე (1 მლრდ 609.3 მლნ კვტ.სთ) 21.4%-ით ნაკლებია.
ზემოთ წარმოდგენილი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ენერგოსისტემის რუსულ წყაროზე დამოკიდებულება იზრდება, შესაბამისად ელექტროენერგიის იმპორტისთვის თანხის უდიდესი ნაწილი რუსეთში გავიდა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტზე დახარჯული თანხა ($მლნ )
2020 - 64,5
2019 - 78,3
2018 - 75,8
2017 - 66,7
2016 - 21,8
2015 - 43,8
2014 - 51
2013 - 30,3
2012 - 32,7
2011 - 24,4.