მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"85 დეპუტატიდან, როგორ არ უნდა მოიძებნოს, თუნდაც, 10 წესიერი ადამიანი" - რომან გოცირიძეს მიმართვა "ოცნების" დეპუტატებს

რომან გოცირიძე
25.05.24 15:15
213

დეპუტატი რომან გოცირიძე, "ქართული ოცნების" დეპუტატებს მიმართავს. "ნუ გეშინიათ, ჩაიხედეთ სარკეში, გაიღიმეთ და თქვით ხმამაღლა: არა, რუსულ კანონს", - წერს იგი.

რომან გოცირიძეს იმედი აქვს, რომ უმრავლესობის წევრი დეპუტატებიდან ათი ადამიანი მაინც მოიძებნება, ვინც მხარს არ დაუჭერს "რუსულ კანონს".

"უმრავლესობის წევრი 85 დეპუტატიდან, როგორ არ უნდა მოიძებნოს თუნდაც 10 წესიერი ადამიანი, რომელიც დაძლევს შიშს და ქვეყნისა და თავისი ოჯახის ინტერესებს დააყენებს ერთი რუსი ოლიგარქის პირად ინტერესებზე მაღლა და მომავალ სამშაბათს მხარს არ დაუჭერს აგენტების რუსულ კანონს? ამით თავსაც გადაირჩენს სამუდამო სირცხვილისაგან და მოღალატის დამღისაგან და ქვეყანასაც დაუტოვებს შანსს.

ნუ ხართ იმ თაგვივით, რომელსაც ყველაზე დიდი ცხოველი კატა ჰგონია, ნუ გგონიათ, რომ ის ერთი კაცი ყველაზე დიდია. ნუ გეშინიათ!

ჩაიხედეთ სარკეში, გაიღიმეთ და თქვით ხმამაღლა: არა, რუსულ კანონს! თუ როგორ უნდა მოიქცეთ სამშაბათს, ჰკითხეთ და უკეთ აგიხსნიან ამას თქვენი შვილები, მშობლები, ცოლები, ქმრები, ნათესავები, მეზობლები. გავრისკავ და ამ ჩამონათვალს მღვდლებსაც მივაწერ, იქაც არიან წესიერი ადამიანები.
ყური დაუგდეთ გულის ხმას. ხშირ შემთხვევაში, ის გონებაზე მეტს გიკარნახებთ.

აბა თქვენ იცით. სამშაბათამდე.
რომან გოცირიძე, ბევრის მნახველი დეპუტატი. ვინც მას არ დაუჯერა, მერე ინანა", - წერს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები