მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8.8 მილიონზე მეტი მგზავრი და 30 ათასზე მეტი რეისი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 13 წლისაა

ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახსნიდან დღემდე 8.8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. აეროპორტის 13 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ქუთაისის აეროპორტში მიმდინარეობს საიუბილეო კვირეული, რომელიც მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრებისთვის სპეციალური შეთავაზებებითა და სიურპრიზებით არის დატვირთული.

მათივე ცნობით, მთავარი სიურპრიზის - ორმხრივი ავიაბილეთის გათამაშება ქუთაისი-ლიონი-ქუთაისის მიმართულებით გამარჯვებული მგზავრი, დღეს, მემინგენის მიმართულებით დაგეგმილ რეისზე, გაფრენამდე გამოვლინდება.

"13 წლის განმავლობაში აეროპორტის არსებული ტერმინალი 6 ჯერ გაფართოვდა, არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სააეროდრომო ინფრასტრუქტურა კი სრულად განახლდა.

2023 წელი არსებობის მანძილზე დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტისთვის ისტორიული იყო, და წლის ჭრილში პირველად მიიღო მილიონ 700 ათასამდე მგზავრი. 13 წლის განმავლობაში, გახსნიდან დღემდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 8,8 მლნ მგზავრზე მეტსა და 30 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა.

ამ ხნის განმავლობაში, აეროპორტში კვებისა და სხვა სერვისების კუთხით შემოვიდნენ როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდები. აეროპორტის ტერიტორიაზე მოეწყო 700-მდე ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. აეროპორტიდან ქალაქ ქუთაისამდე და პირიქით, დაინიშნა კომფორტული შათლ ბასები, აეროპორტთან 1, 6 კმ-ში რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებული რკინიგზის სადგურს და მგზავრებს რამდენიმე წელია რკინიგზიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალამდე და პირიქით, ასევე შათლ ბასები ემსახურება.

განახლდა აეროპორტის სპეცტექნიკა, დასრულდა თვითმფრინავის სადგომების, ბაქნის მშენებლობა, ამოქმედდა ე.წ. ელექტრონული e gate გასასვლელები, როგორც მოფრენის ისე გაფრენის დარბაზებში და აეროპორტის გამართული ოპერირებისთვის საჭირო სხვა თანამედროვე სერვისები", - წერია გავრცელებულ პრესრელიზში.

ამჟამად მიმდინარეობს ახალი, 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტი შეძლებს დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო ავიახომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები