მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“9 პუნქტის შესასრულებლად პასუხისმგებლები ვართ ქართველი ხალხის წინაშე, და არა - ზურაბიშვილის” - კობახიძე

ზურაბიშვილი

“9 პუნქტის შესასრულებლად ჩვენ ვართ პასუხისმგებლები და ანგარიშვალდებულები ქართველი ხალხის, და არა - სალომე ზურაბიშვილის - წინაშე”, - ასე უპასუხა ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტის კითხვას, თუ როგორ აპირებს ის “საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას” და ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებას.

“[ზურაბიშვილი] პირდაპირ დაუპირისპირდა ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ინტერესებსა და საქართველოს ევროინტეგრაციას. იგი ლობირებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და გაიხსენეთ მისი განცხადებები: ერთხელ ვერ ვათქმევინეთ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუს, მათ შორის, ვერც სტატუსის მიღების დღეს”, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე წლის შეჯამების ანგარიშით წარდგა. პრეზიდენტმა მომავალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა.

„როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას?“ - პრეზიდენტი კობახიძეს მიმართავს

საზოგადოებამ არ იცის ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ - პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები