მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი 200 მლნ მ³-ით შემცირდა

გაზი მილსადენი

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 1.7 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის იმპორტი განხორციელდა, ანუ 200 მლნ კუბური მეტრით ნაკლები 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

სამინისტროს ცნობითვე, მიმდინარე წლის 9 თვეში აზერბაიჯანმა ექსპორტზე 17.8 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი გაზი გაიტანა ექსპორტზე, რაც წლიურად 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 8.6 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი გაყიდულია ევროპაში, 7.5 მილიარდი კუბური მეტრი თურქეთში, ხოლო 1.7 მილიარდი კუბური მეტრი საქართველოში. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს გაზრდილია როგორც ევროპაში, ისე თურქეთში ექსპორტირებული გაზის მოცულობა. 

საქსტატს ამ დროისთვის სექტემბრის იმპორტის მაჩვენებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია. 2023 წლის 8 თვის მონაცემებით კი საქართველომ 293 მლნ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი იყიდა, რაც წლიურად 14.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსეთიდან იმპორტირებული გაზის ღირებულება 2023 წლის 8 თვეში 150%-ით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 84.1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ბუნებრივი აირი შეიძინა. საქართველომ თითქმის 209 მლნ დოლარის ღირებულების გაზის იმპორტი განახორციელა აზერბაიჯანიდან, ეს 6%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები