მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში ჩინეთიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა

ტურიზმი

საქართველოში 9 თვეში ჩინეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა. შესრულებული ვიზიტების მიხედვით, ჩინეთი ქვეყნების რეიტინგში 0.6%-ით მეთორმეტე ადგილს იკავებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთიდან საერთაშორისო ვიზიტები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 9 თვეში საქართველოში ჩინეთიდან 66 485 ვიზიტი შესრულდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია, უფრო კონკრეტულად კი 101.4%-ით არის გაზრდილი.

უნდა აღინიშნოს, რომ წელს პირველ სამ კვარტალში ჩინეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ შესრულებული ვიზიტების რაოდენობა აღემატება პანდემიამდე - 2019 წლის 9 თვის მონაცემებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთიდან სულ 34 901 ვიზიტი შესრულდა. შესაბამისად, აზიის ამ ქვეყნიდან ტურიზმი არათუ აღდგენილია, არამედ აჭარბებს პანდემიამდელ რიცხვებს.

ჩინეთიდან ვიზიტების მაჩვენებელს კვარტალურ ჭრილში თუ შევხედავთ, ყველაზე მეტი ვიზიტი მესამე კვარტალში შესრულდა, რომელიც ზაფხულის ტურისტულად აქტიურ სეზონს მოიცავს [ივლისი - სექტემბერი]:

I კვარტალი - 9 905 ვიზიტი;

II კვარტალი - 22 948 ვიზიტი;

III კვარტალი - 33 632 ვიზიტი;

შეგახსენებთ, გასული წლის 11 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. შესაბამისად, მათ ტურისტული მიზნებისთვის უვიზოდ შემოსვლა და 30 დღე ყოფნა შეუძლიათ. უკვე მიმდინარე წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამაც დააწესა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები