მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 თვეში ენერგეტიკაში $140 მლნ-მდე FDI ჩაიდო - TOP-10 ინვესტორი კომპანია

ენერგეტიკა

2025 წლის 9 თვეში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 139.9 მლნ დოლარი შეადგინა. ზრდა 9.3%-ია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ III კვარტალში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ენერგეტიკაში ინვესტიციების მოცულობა 59.8%-ით 13.9 მლნ დოლარამდე შემცირდა.

BMG-მ საქსტატიდან TOP-10 კომპანიის ჩამონათვალი გამოითხოვა, რომლებშიც იანვარ-სექტემბერში, ენერგეტიკაში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩადეს.

ეს კომპანიებია :

  • სს თელასი
  • შპს საქართველო-ურბან ენერჯი
  • შპს თბილისი ენერჯი
  • სს ენერგო - პრო ჯორჯია
  • სს საქორგგაზი
  • სს დარიალი ენერჯი
  • შპს აჭარისწყალი ჯორჯია
  • სს ეპ ჯორჯია გენერაცია
  • სს ეპ ჯორჯია მიწოდება
  • შპს ვოლტარეს პაუერ პროჯექტს

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის 9 თვეში 11%-ით 1 მილიარდ 296 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც მესამე კვარტალში სავალო ვალდებულებებით გაზრდილი FDI-იმ განაპირობა.

საქსტატის III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მლნ აშშ დოლარის FDI შემოვიდა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია. "ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით" - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები