მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში რუსეთიდან 1.1 მლნ ვიზიტი განხორციელდა - ზრდა 47%-ია

მოსკოვი

მიმდინარე წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 4.8 მლნ ვიზიტი განხორციელდა. 2019 წელთან შედარებით ვიზიტების რიცხვი 19.3%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდს თითქმის 45%-ით აღემატება. აქედან ტურისტული ვიზიტი 3 655 576 იყო, 35%-ით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდზე.

2023 წლის 9 თვეში განხორციელებული ვიზიტებით რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 1 149 053 ვიზიტი შედგა. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 47.3%-იანი ზრდის მიუხედავად, ვიზიტების რაოდენობა პანდემიამდე 2019 წელთან შედარებით თითქმის 5%-ით შემცირებულია.

ვიზიტების კუთხით მეორე ადგილზეა თურქეთი, 2023 წელს აქედან 1 081 419 ვიზიტი განხორციელდა, წლიური ზრდა 99%-ია, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება. მესამე ადგილს სომხეთი იკავებს 736 086 ვიზიტით, ეს 26%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო 2022 წლის მაჩვენებელს 41%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ვიზიტების კუთხით წელს ათეულში ევროკავშირის მხოლოდ ერთი ქვეყანა მოხვდა.

ვიზიტების ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • ისრაელი - 182 651 ვიზიტი (2022 წელთან შედარებით ზრდა 17.5%-ს შეადგენს)
  • აზერბაიჯანი - 147 195 ვიზიტი (2022 წელთან შედარებით ზრდა 31.3%-ს შეადგენს). იმის გამო, რომ აზერბაიჯანმა პანდემიის შემდეგ სახმელეთო საზღვარი არ გახსნა 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ვიზიტების რაოდენობა 87.4%-ით არის შემცირებული.
  • ყაზახეთი - 129 913 ვიზიტი (ზრდა 2022 წელთან შედარებით 31.2%-ს შეადგენს)
  • უკრაინა - 115815 ვიზიტი (კლება 9.3% 2022 წელთან შედარებით)
  • ბელარუსი - 109178 ვიზიტი (2022 წელთან შედარებით ზრდა 0.3%-ია)
  • ირანი - 98 679 ვიზიტი (2022 წელთან შედარებით ზრდა 21%-ია)
  • პოლონეთი - 73129 ვიზიტი (2022 წელთან შედარებით ზრდა 121.1%-ია)
  • საუდის არაბეთი - 63 676 ვიზიტი (2022 წელთან შედარებით კლება 42.2%-ს შეადგენს)
  • ინდოეთი - 59 258 ვიზიტი (2022 წელთან შედარებით ზრდა 66.4%-ს შეადგენს)
  • გერმანია - 54 332 ვიზიტი (2022 წელთან შედარებით ზრდა 41%-ია)
  • უზბეკეთი - 39 949 ვიზიტი (2022 წელთან შედარებით ზრდა 7%-ია)
  • აშშ - 36472 ვიზიტი (2022 წელთან შედარებით ზრდა 37%-ია).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები