მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთში $1.7 მილიარდი გადარიცხეს - რუსული მედია

63624d24b1a77
მარიამ ვარადაშვილი
02.11.22 14:53
575
იანვარ-სექტემბერში რუსეთის მოქალაქეების მიერ სომხეთის ბანკებში 1.7 მილიარდი დოლარი გადაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას lenta.ru სახელმწიფო სააგენტო РИА Новости-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობითვე, დიდი ოდენობით ვალუტის შესვლამ სომხეთის ეროვნული ვალუტის გამყარება გამოიწვია. შედეგად მარტის დასაწყისიდან სომხური დრამი დოლართან მიმართებით მნიშვნელოვნად გამყარდა.

სააგენტო რუსების მიერ საქართველოში გაზრდილ გადარიცხვებზეც წერს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში მილიარდ 135 მლნ დოლარი შემოვიდა ფულადი გზავნილების სახით, რაც დაახლოებით 3-ჯერ მეტია ჯამურად 2021 წელს რუსეთიდან გადარიცხულ თანხებზე. რუსების გადარიცხვები გაზრდილია ყაზახეთშიც.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის 9 თვეში საქართველოში რუსეთიდან 1.1 მილიარდი დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.8-ჯერ მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები