მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $3.6 მილიარდამდე გაიზარდა - Galt & Taggart

ტურიზმი

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 11.3%-იანი ზრდაა.

საინვესტიციო ბანკის თანახმად, მხოლოდ გასულ თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან 450 მლნ დოლარი მიიღო.

„ჩვენი შეფასებით, 2024 წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.4%-ით გაიზარდა და 450 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა ჩვენი შეფასებით, რაც წლიურად 11.3%-იანი ზრდაა“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს (4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს).

ცნობისთვის, წელს მთავრობა ტურიზმიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალს ელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები