მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აბას არაღჩი რუსეთში მოლაპარაკებებისთვის ჩავა - ვიზიტი ხვალ არის დაგეგმილი

ირანი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი რუსეთს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პროსამთავრობო სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვადასტურებთ არაღჩის ვიზიტს რუსეთში მოლაპარაკებების გამართვის მიზნით“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მანამდე, კვირას, რუსეთში ირანის ელჩმა კაზემ ჯალალიმ განაცხადა, რომ აბას არაღჩი მოსკოვს 27 აპრილს ეწვევა.

მხარეებს მოლაპარაკებების კონკრეტული თემები და დღის წესრიგი ამ დროისთვის არ დაუკონკრეტებიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები