მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა - პაპუაშვილი

63e379f5d5ae3
ინგა მურუსიძე
08.02.23 14:34
557
2023 წლის თებერვალში ევროკომისია დაიწყებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს პროგრესის შეფასებას. ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ის პრიორიტეტები, რომლებიც 2023 წელს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს.

„2023 წლის თებერვალში ევროკომისია უკვე დაიწყებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს პროგრესის შეფასებას. ამ მხრივ უკვე არსებული მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგების, 2023 წლის 3 თებერვლის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული პოზიტიური სექტორული ანგარიშისა და მიმდინარე წელს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების გათვალისწინებით, ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ამრიგად, შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება და საქართველოს უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ის პრიორიტეტები, რომლებიც 2023 წელს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს. იმედი მაქვს, ერთობლივი მუშაობით გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, ეკონომიკურად ძლიერ, სტაბილურ და ევროპულ მომავალს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საქართველო 2022 წელს კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა.

"მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 2022 წელს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა და ეს თავად ევროკომისიამ კითხვარის საბოლოო შეფასებით დაადასტურა. ყოველი დღე, როდესაც ჩვენ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ.

ჩვენ ვართ წინ არა მხოლოდ ქულობრივად ვთქვათ, მოლდოვასთან შედარებით, არამედ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით, რომელიც დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ასე რომ, ჩვენ ამ მხრივ საკმაოდ წელგამართული ვართ. საქართველო, მისი სისტემა, სახელმწიფო მოწყობა, ბიუროკრატია კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა და ყოველი დღე, როდესაც ჩვენ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ.

თუკი ყველა ამას დარწმუნებით იტყვის, გარწმუნებთ, რომ ამ ჩვენს ერთიანობას და რწმენას ევროკავშირის მხრიდან სათანადო პასუხიც გაეცემა. თუკი შიგნიდან გატყდება ციხე, იქნება საუბარი რომ „რა ვიცი, შეიძლება არ ვიმსახურებთ, არ ვართ იმ ფორმაში“... ზუსტადაც რომ კარგ და საუკეთესო ფორმაში რომ ვართ, ეს დაადასტურა ევროკომისიის ბოლო შეფასებამ. ამიტომ ყველას მოგმართავთ - ამ შემთხვევაში იფიქროთ თქვენს ქვეყანაზე,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები