მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აჭარა ტექსტილი” - საწარმოებში ვაქცინაციის პრობლემა დგას

616d6d4f2833e
ლიკა გურაბანიძე
24.10.21 09:47
664

"აჭარა ტექსტილიში", რომელიც რამდენიმე სამკერვალო საწარმოს აერთიანებს, ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. როგორც "საქმიან დილაში" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გია ლომინაძემ განაცხადა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კომპანია ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს, რასაც ახლა თანამშრომელთა ვაქცინაციის პრობლემა დაემატა. 

"საწარმოების პერიოდული ჩაკეტვები გვქონდა, თუმცა ახლა ეს პრობლემა აღარ არსებობს. საწარმოებში ვაქცინაციის პრობლემა დგას, რადგან მსურველთა რაოდენობა მცირეა. ბათუმის საწარმოში კარგი მაჩვენებელია, თუმცა სხვა საწარმოებში არც ისე. ვითარების გამოსწორებას სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიებების ხარჯზე ვცდილობთ, მათ შორის ბონუსური სისტემით” - აღნიშნავს ლომინაძე.

მისი თქმით, იმის გამო, რომ პანდემიის პერიოდში საწარმოები დიდი ხნით არ დახურულა, ამან დამკვეთებში ნდობა გააჩინა. შესაბამისად, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, შეკვეთების მნიშვნელოვანი ზრდა აქვთ, რის გამოც საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდაზეც კი ფიქრობენ.

ცნობისთვის, “აჭარა ტექსტილს” 4 საწარმო აქვს: ბათუმში, ქობულეთში, ფოთში და რუსთავში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები