მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში, სხვადასხვა სტიქიის არეალი 308 დასახლებული პუნქტია - როგორია 2024 წლის პროგნოზი?

სტიქცია

გარემოს ეროვნული სააგენტოს 2023 წლის გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტად სტიქიური ზონა აჭარაა.

რეგიონში სხვადასხვა სტიქიის არეალში 308 დასახლებული პუნქტია მოქცეული. მათ შორის 132 დასახლებული პუნქტია მოქცეული მაღალი რისკის ზონაში, საშუალოში - 119, დაბალში - 57. ხოლო, ძალიან დაბალში მხოლოდ 21 დასახლებული პუნქტი.

აქტიური გეოლოგიური პროცესების განვითარების პროგნოზი 2024 წლისთვის:

ხულოს მუნიციპალიტეტი - გეოლოგიური პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია: პაქსაძეების, ღორჯომის, ვერნების, ზედა და ქვედა თხინვალის, რაქვთას, ხიხაძირის, ქედელების, ბოძაურის და სხვა ლოკალურ უბნებზე. მეწყრული უბნების მაღალი საშიშროების რისკი შენარჩუნდება ხულო-ადიგენის საავტომობილო გზასა და დანისპარაულის მეწყრულ და ღვარცოფულ უბნებზე;

შუახევის მუნიციპალიტეტი - გეოლოგიური პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია: შუახევი-ჩირუხის და ბათუმი ადიგენის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე და სხვა ლოკალურ უბნებზე;

ქედის მუნიციპალიტეტი - კლდეზვავის და ქვათაცვენის საშიშროება მოსალოდნელია ბათუმი - ხულოს გზის თითქმის მთელს მონაკვეთზე. რაც შეეხება მეწყრულ და ღვარცოფულ მოვლენებს, მათი გააქტიურება მოსალოდნელია: სინდიეთის, ჩხუტუნეთის, ცხემლარას, აჭარისაღმართის, ოთაბათუმის, ყოროლისთავის, ზედა თხილნარის, სინდიეთის, ქედქედის, ზედა და ქვედა ჯოჭოს, ადლიის, კვარიათის, მარადიდის, მახინჯაურის, ფერიას და სხვა ლოკალურ უბნებზე;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - გეოლოგიური პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია: სარფის, ხეღრუს, მაჭახლისპირის, კირნათის, სინდიეთის, ჩხუტუნეთის, ორთაბათუმის და სხვა ლოკაციებზე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი - გეოლოგიური პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია: ქვედა და ზედა კონდიდის, აჭყვისთავის, ალამბარის, ზენითის, სოფელი ქობულეთის, ხალის, ჩაქვისთავის, კვირიკეს, ციხისძირის, ქვედა სამებას, დაგვას და სხვა ლოკალურ უბნებზე.

ზიანის შემცირების მიზნით სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს მართვითი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა ზედაპირული ჩამონადენების რეგულირება და ერთ სისტემაში მოყვანა; სადრენაჟო ღონისძიებების გატარება; მდინარეების კალაპოტების გაწმენა და ნაპირდამცავი ღონისძიებების გატარება; ზღვის სანაპიროების გამაგრება. მათ შორის, პლაჟმაფორმირებელი მასალის შეტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები