მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის ტურისტული განვითარების სამი მიმართულება

5e3fe769881b5
ნუცა ბაზლიძე
09.02.20 19:30
1255
ბუნება, კულტურა, ტრადიციები, განსხვავებული კულინარია - ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ აჭარის მიმართ ტურისტების ინტერესის ზრდის მიზეზებად დაასახელა.

ამასთან, გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში, მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ის სამი ძირითადი მიმართულება გამოყო, რომლებზეც აჭარაში ტურიზმის განვითარების კუთხით ყურადღება გამახვილდება. პირველი მიმართულება, თინათინ ზოიძის განმარტებით, რეგიონისა და ქვეყნის პოპულარიზაციას, მეტი ტურისტის მოზიდვას გულისმობს, მეორე ტურისტული პროდუქტების განვითარებას, მესამე კი – მომსახურების დონის გაუმჯობესებას.

"სერვისის პროგრამის ბიუჯეტი 100%-ით გაიზარდა. პროგრამა 10-ზე მეტ ღონისძიებას ითვალისწინებს. ეს გულისხმობს, როგორც ტრენინგებს, ასევე ვორქშოფებს, იქნება ძალიან საინტერესო საველე პრაქტიკები და უცხო ენის კურსები. ბოლო წლების განმავლობაში 3000-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა, 2019 წელს 1100 ადამიანის გადამზადება მოვახერხეთ. 2020-ში რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. წელს მოვამზადებთ იმ ძირითად სახელმძღვანელოებს, რომლებიც გაუადვილებს ტურიზმის სექტორში ჩართულ ადამიანებს იმ კვალიფიკაციის და უნარების შეძენას, რომლებიც მათ საქმიანობისთვის სჭირდებათ", - განმარტა თინათინ ზოიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები