მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლის თქმით, სამსახურიდან პროევროპულ აქციებზე სიარულის გამო გაათავისუფლეს

აქცია

"წინა დღეებში მკითხეს, რას ვაპირებდი, ვიცვლიდი თუ არა პოზიციას და ვივლიდი თუ არა კიდევ აქციებზე" - სამსახურიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელიც გაათავისუფლეს

"საჯარო სამსახურში ვმუშაობდი, დღეს დამიბარეს და მითხრეს, რომ ხელშეკრულებას არ მიგრძელებენ. (აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.) წინა დღეებში მკითხეს, რას ვაპირებდი, ვიცვლიდი თუ არა პოზიციას და ვივლიდი თუ არა კიდევ აქციებზე.ვინც მიცნობთ, იცით, რა იქნებოდა ჩემი პასუხი - თუკი ვთვლი, რომ რაღაც არასწორია, გავაპროტესტებ ყველა პლატფორმაზე, სადაც შემეძლება. პროფესიული კუთხით არასდროს არაფერი დამიკლია ჩემი საქმისთვის. იმაზე მეტსაც ვაკეთებდი, ვიდრე საჭირო იყო. მაქვს უსამართლობის ძალიან დიდი განცდა.გულწრფელად ვერ ვხდები, როგორ გინდათ ვინმეს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც აზრის გამოხატვის გამო გაათავისუფლებენ სამსახურიდან. საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის წევრი! მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ამ ამბავს. აქვე, თავისუფალი ვარ, თუ ვინმეს რაიმე შემოთავაზება გაქვთ" - წერს თამარ ლომაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები