მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადამიანებს ეშინიათ იქ მოგზაურობა, სადაც რუსების გავლენაა - საბა კიკნაძე

643991f86bb42
ლიკა გურაბანიძე
18.04.23 00:01
2032
“კავკასუს თრეველის” დამფუძნებელი საბა კიკნაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ტურიზმის ინდუტრიას შემოსავლები მხოლოდ იმის ხარჯზე გაეზარდა, რომ მომსახურების და სასტუმრო ინდუსტრიის სეგმენტით ემიგრირებული რუსეთის მოქალაქეები სარგებლობენ.

“ორგანიზებულ კულტურულ და სხვადასხვა სახის ტურიზმში 2019 წელთან შედარებით აღდგენა საშუალოდ 20-25% იყო. ვფიქრობ, რომ ამ მაჩვენებლის 40%-მდე ასვლა ჩვენი კომპანიებისთვის დიდი მიღწევა იქნება. 2019 წელს სამაგალითო დავარქვათ. 2023 წელს ტურიზმი 2019 წლის მსგავსად მაგალითი ვერ იქნება, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია.

ამისი მიზეზი არის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და ადამიანებს ეშინიათ იმ ქევყნებში მოგზაურობა, სადაც რუსების გავლენაა. მსოფლიო ძალიან წარმტაცი და ლამაზია და არ არის აუცილებელი იქ იმოგზაურო, სადაც რაიმე სახის პრობლემა შეიძლება შეგექმნას.” - განმარტა “კავკასუს თრეველის” დამფუძნებელმა.

საბა კიკნაძის თქმითვე, მის კომპანიას აქცენტი ისეთ მაღალშემოსავლიან და განვითარებულ ბაზრებზე აქვს გაკეთებული როგორიცაა: ევროპა, აშშ, იაპონია, სინგაპური ავსტრალია და ა.შ. ხოლო, ისეთი ბაზრები როგორიცაა: რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ინდოეთი არ მუშაობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები