მილანში ADB-ის მმართველი საბჭოს სესია გაიხსნა. ჯგუფური ფოტოს გადაღების შემდეგ, ADB-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ოთხი მთავარი თემის განსახილველად შეიკრიბნენ: ციფრული ტრანსფორმაცია, ენერგორევოლუცია, საკვების უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება.
ADB-ის ყოველწლიური შეხვედრა იტალიაში პირველად ტარდება. 58-ე ყოველწლიური შეხვედრის თემაა: გამოცდილების გაზიარება, ხვალინდელი დღის მშენებლობა (sharing experience, building tomorrow). მმართველი საბჭოს შეხვედრას 3 ათასი ადამიანი ესწრება.
BMG ადგილზე ადევნებს თვალს მოვლენებს და ყველა საინტერესო განახლებას შემოგთავაზებთ.




























