მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB კავკასიაში ყველაზე მაღალ - 5.7%-იან ეკონომიკურ ზრდას სომხეთში პროგნოზირებს

სომხეთი

აზიის განვითარების ბანკმა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა. ორგანიზაციის შეფასებით კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა წელს, სავარაუდოდ, 4.3% იქნება.

უფრო ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ასეთია:

საქართველო - 5%;

სომხეთი - 5.7%;

აზერბაიჯანი - 1.2%;

ყაზახეთი - 3.8%;

უზბეკეთი - 5.5%;

სომხეთის შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უფრო მაღალია 2025 წლისთვისაც. ADB მოელის, რომ სომხეთის ეკონომიკა მომდევნო წელს 6%-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც საქართველოსთვის პროგნოზია 5.5%. აზერბაიჯანში კი 1.6%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი.