მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ... ვიღებ გამოწვევას! - თინა ხიდაშელი დებატების შესახებ პრემიერის შეთავაზებაზე

თინა ხიდაშელი
02.12.24 17:55
257

ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ - ვიღებ გამოწვევას! – ამ განცხადებით ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომელმაც განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე დისკუსიისთვის ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “სხვანაირად გაიგო“.

“სად გვიბარებს, სად უნდა მივბრძანდეთ საჯარო დებატებისთვის? რომელ საკითხებზე ითხოვს საჯარო დებატებს? ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ - ვიღებ გამოწვევას! მე, თინათინ ხიდაშელი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მთელი ჩემი პროფესიული კარიერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ბრძოლაში გავლიე, ადამიანი, რომელიც ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის გზაზე ვარ აგერ უკვე 25 წელზე მეტია, ქვეყნისთვის მეტი სარგებლის, მეტი სტრატეგიული პარტნიორობის, მეტი პროგრამების მოსაზიდად.

მე, ადამიანი, რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში ვიბრძოლე და მოვიპოვე ამერიკელებისგან საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამოცანებზე მორგებული ხელშეკრულება (ნაცვლად სამშვიდობო მისიებისთვის წვრთნების ხელშეკრულებისა) მზად ვარ ნებისმიერი საჯარო დებატებისთვის კაცთან, რომელიც თავის თავს საქართველოს პრემიერს ეძახის და ამ პოსტზე დანიშვნის დღიდან ქვეყნის ევროპული პერსპექტივის განადგურება, ამერიკული წვრთნების პროგრამის შეჩერება, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან პროგრამების გაჩერება მოახერხა. და ბოლოს, ზუსტად იანუკოვიჩის დარად ქვეყანას ამცნო, რომ ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ევროკავშირის კარი გაიღო ახალი გაფართოებისთვის "2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პროცესს აჩერებს და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის მოთხოვნით აღარ მიმართავს".

"მობრძანდნენ და გავმართოთ გნებავთ საჯარო ან არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“ - სად მოვიდეთ, როდის, რომელ ეთერში”, - წერს თინა ხიდაშელი “ფეისბუქის“ გვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები