მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თინა ხიდაშელი და პაპუნა ჯანელიძე, კობახიძის შეთავაზებულ ფორმატს არ თანხმდებიან

ივანიშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაპირველად მზაობა გამოთქვა, გაემართა დებატები ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძესთან და ყოფილ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან.

შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დაინტერესებულ მხარეებს, 12 ადამიანს კანცელარიაში ელოდება.

ირაკლი კობახიძე ოპონენტებს საჯარო დისკუსიისთვის თავისი პირობით იწვევს

ირაკლი კობახიძის ფორმატი და პირობები ყოფილი მინისტრებისთვის მისაღები არ არის, რომლებიც მის განცხადებას Facebook-პოსტებით პასუხობენ:

თინა ხიდაშელი

"ეს მშიშარა 12 არა 32 და კიდევ მანამდე ხელს მოვუწერ მის პრემიერობაზე და ლეგიტიმაციაზე ფორმატი არის ერთი - ერთი - ერთზე ტელევიზიაში, ლოგიკური არჩევანია საზმაუ.

სულ ეს არის, ან მოდის ან უბრალოდ მშიშარაა. უფრო გასაგები და ნათელი რომ იყოს:

  1. მე მზად ვარ დებატებისთვის ქართული ოცნების ლიდერ კობახიძესთან;
  2. მზად ვარ დებატებისთვის ტელევიზიაში, რადგან ტელევიზიაა დებატების ადგილი.
  3. კონფერენცია, მრგვალი-მაგიდის დისკუსების და სხვა არ არის დებატები;
  4. ნებისმიერ სხვა ადგილი გარდა ტელევიზიისა არ არის დებატები;
  5. პატივსიცემით დადასტურებით პაპუნასთან რადგან ჩვენ ორმა გამოვთქვით მზადყოფნა, თუ უნდა ორნი მოვიდნენ.

მოკლედ თუ მას წარმოუდგენია რომ ახლა კანცელარიაში დაგვიბარებს 10-12 ადამიანის ისტორიული დისკუსიისთვის ამისთვის ბევრი ხელის ბიჭი ჰყავს და იმათ ედისკუსიოს მრგვალ მაგიდასთან ჩაის ჭიქით ხელში", - დაწერა ხიდაშელმა.

პაპუნა ჯანელიძე

"ძალიან მკაფიო იყო ჩემი პასუხი ირაკლი კობახიძის გავრცელებულ მიმართვასთან დაკავშირებით. მზად ვარ გავმართო საჯარო დისკუსია მასთან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

პ.ს. ყოველგვარი მანიპულაციის და ინტერპრეტაციის გამოსარიცხად, აღვნიშნავ რომ ნებისმიერი ჯგუფური შეხვედრა არ არის მისაღები", - წერს ჯანელიძე.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი აჩვენებს ქვეყანაში „წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემის” არსებობას; მან „ნებისმიერი ფორმით და ფორმატით“ დისკუსია შესთავაზა მათ, ვინც პროტესტს „გულწრფელად" გამოხატავს და „თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები