ფინანსურ რესურსებს შორის უთანასწორობა, თავდასხმები, დაშინება, ზეწოლა, იძულება - ამ ფაქტების შესახებ ისაუბრა არჩევნების შეფასებისას ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოუენ მერფმა.
მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რამდენად შეძლო ამომრჩეველთა ნაწილმა, თავისუფლად მიეცა ხმა შიშის გარეშე.
"19 სექტემბრიდან, ჩვენ მივლენილი გვყავს 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი. ასევე ვაკვირდებოდით კამპანიას სოციალურ ქსელებში, რომელიც რეგულირებას არ ექვემდებარება. ასევე, მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ადგილი ჰქონდა თავდასხმებს. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ამ პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დაშინებას, ზეწოლას, იძულებას. განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ეკონომიკურად მოწყვლად ადამიანებზე. ეს ზრდის ეჭვებს, რამდენად შეძლო ზოგმა ამომრჩეველმა, რომ თავისუფლად მიეცა ხმა შიშის გარეშე. ეს ეწინააღმდეგება ეუთოს მიმართ აღებულ ვალდებულებას და საერთაშორისო სტანდარტებს. მმართველ პარტიას ძალიან დიდი ფინანსური უპირატესობა ჰქონდა სხვა კონკურენტებთან შედარებით.
18 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე, ჩვენ რაოდენობრივი და თვისობრივი მონიტორინგი განვახორციელეთ 6 ტელეარხზე, ორ ონლაინ მედიასაშუალებაში. ეს მონიტორინგი აჩვენებს მიკერძოებას ყველა მედიასაშუალების მაგალითზე. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო მმართველ პარტიას. აღსანიშნავია უარი პოლიტიკური ლიდერების, რომ მონაწილეობა მიეღოთ დებატებში. ეს ქმნიდა გამოწვევებით სავსე გარემოს.
კენჭისყრის დღემდე საარჩევნო ადმინისტრაციამ ეფექტურად გაართვა ტექნიკური ასპექტების მმართავს. საზოგადოების აღქმაზე, რამდენად მიუკერძოებელი იყო საარჩევნო ადმინისტრაცია, ზეგავლენა და უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ბოლო დროს მიღებულმა ცვლილებებმა, ეს ეხება იმას, რომ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც იქნებოდა ოპოზიციის მიერ ნომინირებული, გაუქმდა. რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, ახალმა ტექნოლოგიებმა შეამცირა მანიპულირების რისკი, პროცესი კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ 887 უბნიდან 6%-ში უარყოფითად იყო შეფასებული. ამომრჩევლების აღრიცხვა პარტიის წარმომადგენლების მიერ კანონსაწინააღმდეგოა, ასევე ზეგავლენას ახდენს ხმის ფარულობაზე. დამკვირვებლები ამბობენ, რომ ტექნიკა კარგად მუშაობდა, თუმცა გამოწვევა იყო თანამშრომლებსა და ამომრჩევლების შემთხვევაში. ახალი ტექნოლოგების დანერგვა რადგანაც სიახლე იყო, ამან დააბრკოლა რამდენიმე შემთხვევაში საარჩევნო პროცესი. მისაწვდომობის მხრივ გაუმჯობესება სახეზე იყო, თუმცა 65%-ში რთული იყო ეტლით მოსარგებლეებისთვის საარჩევნო უბანზე წვდომა. რამდენიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და დაშინებას. ასევე კენჭისყრის დღე აღინიშნებოდა დაძაბული გარემოთი“, - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.