მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი ექსპორტი $2.3 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მთლიანი ექსპორტის 43.3%-ია

საქსტატი

იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი წინა წელთან შედარებით 1.3%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 370 მილიონ დოლარს გაუტოლდა.

ამ პერიოდში ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ 5 მილიარდ 468 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 7.4%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ამასთან, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 43.3%-ს შეადგენს.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.6% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი (466.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (368.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (231.6 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 310.2 მლნ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 236.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 198.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.4%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები