2025 წელის ადგილობრივი ექსპორტი ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 12.5%-ით 3 მილიარდ 367 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ეს კი მთლიანი ექსპორტის 46.2%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში გასულ წელს 0.6 პპ-ით არის გაზრდილი.
გასულ წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 7 მილიარდ 291 მილიონი დოლარი იყო. ზრდა ამ შემთხვევაში 11.2% იყო.
2025 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9% შეადგინა. ქვეყნების TOP-10-ეულში კლება სამი მიმართულებით - თურქეთში, აშშ-სა და შვეიცარიაში დაფიქსირდა, სხვა შემთხვევაში კი გაიზარდა.

ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 378.9 მლნ დოლარით დგას, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოებია, მესამეზე კი სპირტიანი სასმელები. ამასთან ადგილობრივად წარმოებული საექსპორტო საქონლის რეიტინგში კლება ღვინის, სპირტიანი სასმელების, ფეროშენადნობებისა და სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების გაყიდვებში დაფიქსირდა.





























