მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადმინისტრაციის უფროსი პირობას დებს, რომ მთავრობა განკარგულებებს გამოაქვეყნებს

63ecd01204787
BM.GE
15.02.23 16:26
869
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე პირობას დებს, რომ მთავრობა განკარგულებებს გამოაქვეყნებს.

bm.ge დაინტერესდა, როდის განაახლებს მთავრობა განკარგულებების გამოქვეყნებას, რაც 2020 წელს შეწყვიტა? „რომ გვითხრათ, რა მიზეზით შეწყდა განკარგულებების გამოქვეყნება და როდიდან განაახლებთ?“, - იკითხა ჟურნალისტმა.

„ვერ გეტყვით რა მიზეზით შეწყდა, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც გათვალისწინებულია საჯარო მმართველობის და კარგი მმართველობის კუთხით, მოიცავს ინფორმაციის ღიაობაზე ხელმისაწვდომობას და განვაახლებთ შესაბამისად განკარგულებების გამოქვეყნებას პერიოდულად“, - განაცხადა ჯაველიძემ.

კითხვაზე, როდიდან მოხდება ეს, ჯაველიძე პასუხობს, რომ „ჯერ ვერ იტყვის, პასუხი არ აქვს“.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ბოლო განკარგულება 2020 წლის სექტემბრით თარიღდება, ხოლო 2021 წელს მიღებული არცერთი განკარგულება საჯარო არ გამხდარა. მდგომარეობა არც წელს გამოსწორებულა. ამასობაში მთავრობის ადმინისტრაციამ ახალი ვებგვერდი შექმნა, სადაც არქივის ატვირთვა ხდება, მაგრამ 2020 წლის სექტემბრის შემდეგ მიღებული განკარგულებები არც განახლებულ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. აღსანიშნია, რომ საქართველოს მთავრობის რეგლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციას პირდაპირ ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე არა უგვიანეს 3 დღისა, ატვირთოს.

მთავრობა 2 წელია განკარგულებებს არ ასაჯაროებს და ირღვევა კანონი - კორუფციის რისკები (?!)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები