მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Aeroflot რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვს

63ac2eb9876ee
მარიამ ვარადაშვილი
28.12.22 15:58
742
რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანიის Aeroflot-ის ხელმძღვანელი მთავრობას მხარდაჭერას სთხოვს. RBC-თვის მიცემულ ინტერვიუში სერგეი ალექსანდროვსკი მთავრობას მოუწოდებს, უცხოურ და რუსულ ავიაკომპანიებს შორის “ინტერესები დაბალანსდეს" და ქვეყანა ეროვნულ ავიაციას დაეხმაროს.

რუსეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე უცხოურ კომპანიებს ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვთ და უპირატეს მდგომარეობაში არიან.

საერთაშორისო სანქციების გამო Aeroflot-ს სხვა ავიაკომპანიების მსგავსად, საერთაშორისო ფრენები შეწყვეტილი აქვს. საპასუხოდ რუსეთმაც ჩაკეტა ევროპული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე. თუმცა რუსეთიდან ფრენები თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით შენარჩუნებულია, რაც რუსი ტურისტებისთვის ტრადიციულად პოპულარული მიმართულებები იყო.

RBK-თან ინტერვიუში ალექსანდროვსკი ამბობს, რომ რუსეთის ავიაციისთვის ახალ რეალობაში ყველაზე მეტ სარგებელს Turkish Airlines და Emirates იღებენ. ამის გამო ის სახელმწიფოს მოუწოდებს ეროვნული ავიაციის დასაცავად “პროტექციონიზმის” მეთოდები გამოიყენოს.

უკრაინაში ინტერვენციის გამო, რუსეთის საჰაერო სივრცე თითქმის სრულ ბლოკადაში მოექცა. საპასუხოდ რუსეთმა 30-ზე მეტ ქვეყანას ცა ჩაუკეტა. აღსანიშნავია, რომ არც ევროკავშირს და არც რუსეთის საავიაციო ხელისუფლებას [როსავიაციას] არ დაუსახელებიათ თარიღი, როდემდე გაგრძელდება ეს აკრძალვა, თუმცა უკრაინაში კვლავ მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო მოსალოდნელია სანქციები 2023 წელსაც დარჩეს ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები