მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აეროპორტიდანვე ნუ გავადეპორტებთ ტურისტებს” - ალავერდაშვილი მესაზღვრეებს მიმართავს

626e4ba7784a5
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.22 13:42
3990
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ალავერდაშვილი 2022 წლის ტურისტულ სეზონზე ისრაელისა და არაბული ქვეყნების მოქალაქეების ტურისტული ნაკადების გააქტიურებას პროგნოზირებს და საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს.

BM.GE-სთან საუბრისას სასტუმროების მმართველი ამბობს, რომ პანდემიამდე საქართველოს საზღვარზე არაბული ქვეყნებიდან ტურისტების უკან დაბრუნების მანკიერი პრაქტიკა აღარ უნდა განმეორდეს, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ევროპელი ტურისტების 70%-მა საქართველოში ომთან მიმართებით შიშის გამო, ჯავშნები გააუქმა. ამ დროს ძალიან გააქტიურდა ისრაელი და გალფის ქვეყნები. წელს ამ მიმართულებებიდან საკმაოდ დიდი ტურისტული შემოდინება გვექნება. აქედან გამომდინარე, მინდა მივმართო სასაზღვრო პოლიციას - ძალიან გთხოვთ, ყველა ჩამოსულ ტურისტს მოვექცეთ ყურადღებით. ის, რაც 2017-2018 წლებში გავაკეთეთ არ გავიმეოროთ და პირდაპირ აეროპორტიდან არ დავიწყოთ ტურისტების გადეპორტება. ეს დიდ დანაკარგს მოუტანს ქვეყანას“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ის აზუსტებს, რომ გალფის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებთან მიმართებით ბოლო პერიოდში გაბრუნების ფაქტები არ ფიქსირდება, თუმცა „როდესაც დიდი ნაკადი წამოვა, დიდი იმედი გვაქვს ყველა სტუმარს ღირსეულად მივიღებთ“, - უთხრა BM.GE-ის ალავერდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები