მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აეროპორტში ივანიშვილმა გახარიას "ზონდერჯგუფი" დაახვედრა.... ისტერიაში მყოფი მოძალადე ე.წ. ხელისუფლება უკონტროლო ხდება" - პარტიის განცხადება

გახარია
17.02.25 09:40
936

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიასა და გუნდის წევრ ელგუჯა ხოკრიშვილს, რომლებიც მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან დღეს დილის საათებში დაბრუნდნენ, აეროპორტში ივანიშვილმა ზონდერჯგუფები დაახვედრა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

როგორც BM.GE-ის პარტიაში განუმარტეს ადგილი ჰქონდა მომზადებული დაჯგუფების მხრიდან შეურაცხმყოფელ შეძახილებს.

"დღეს, გამთენიისას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიასა და ჩვენს თანაგუნდელს, გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანიშვილმა დაახვედრა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერჯგუფი, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე მყოფმა, ასევე წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ.

ისტერიაში მყოფი მოძალადე ე.წ. ხელისუფლება უკონტროლო ხდება. გასაგებია, რომ ივანიშვილი შეშინებულია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებით და ეს ისტერიაც ამითაა გამოწვეული.

ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკეთებს ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება, რომ ვეღარასოდეს შეძლოს ქართველ ხალხზე ძალადობა", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები