რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფმა აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ შაბათს განაცხადა, რომ აფხაზეთს ენერგოდეფიციტის გამო ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.
ბადრა გუნბას განცხადებით, მან კვლავ სთხოვა რუსეთს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოთ, თუმცა მოსკოვმა მისი დახმარების თხოვნას არ უპასუხა.
"აფხაზეთი შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. ჩვენ აღმოვჩნდებით სრულ სიბნელეში, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით", - განაცხადა მან.
თვის დასაწყისში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებადმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, "ჩერნომორენერგომ" განაცხადა, რომ ის წყვეტს ელექტროენერგიის მიწოდებას დღეში სამ საათზე ნაკლებ დროზე, რათა შემცირებულ მარაგს გაუმკლავდეს. თუმცა, გუნბა აღნიშნულს მის ოფიციალურ Telegram არხზე გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის სასიკვდილო განაჩენი ჯანდაცვისა და განათლების სისტემისთვის.
”დღეში 9-11 საათის განმავლობაში გამორთვა არის სასიკვდილო განაჩენი ჯანდაცვისა და განათლების სისტემებისთვის”, - თქვა გუნბამ შაბათს მის ოფიციალურ Telegram არხზე გამოქვეყნებულ ვიდეო შეტყობინებაში.
ინფორმაციისთვის, გასულ თვეს, აფხაზეთში ვითარება დაიძაბა, როდესაც მომიტინგეები ე.წ. პარლამენტში შეიჭრნენ, რადგან ისინი რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდნენ. მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია იძულებული გახდა გადამდგარიყო, ხოლო გუნბა, რომელიც მაშინ ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი იყო, დროებითი ლიდერი გახდა.
კრიზისი მოსკოვის გადაწყვეტილებამ გაამწვავა, რომელმაც სექტემბერში აფხაზეთისთვის სოციალური გადასახადები შეაჩერა, რაც ექიმებისა და მასწავლებლებისთვის ხელფასების გადასახდელად გამოიყენებოდა.
ელექტროენერგიის დეფიციტი, რომელიც დამახასიათებელია აფხაზეთისთვის ზამთრის თვეებში, დეკემბრის დასაწყისში დაიწყო, მაშინ როდესაც ენგურჰესის წყლის დაბალმა დონემ, მისი საგანგებო გათიშვა გამოიწვია.