მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის ენერგეტიკული სისტემის 80%-ზე მეტი ავარიულია - ე.წ. მინისტრი

აფხაზეთის ელექტროსისტემა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, აფხაზეთის ენერგეტიკული სისტემის 80%-ზე მეტი ავარიულ მდგომარეობაშია. მისი თქმით, ეს ქსელის დანაკარგებს იწვევს, რამაც 2024 წელს 27% შეადგინა.

"ეს ზარალის კოლოსალური დონეა, რომელიც, კილოვატებში დაახლოებით 640 მილიონი კვტ/სთ არის წელიწადში. ეს არის თითქმის იგივე ოდენობა, რაც საჭიროა ჩვენი დეფიციტის დასაფარად", - აღნიშნა ჯანსუღ ნანბამ.

ამასთან, კიდევ ერთ პრობლემად ე.წ. მინისტრმა ელექტროენერგიის გადასახადის დაბალი მაჩვენებელი დაასახელა. მისი თქმით, 2024 წლის 10 თვის განმავლობაში, გადასახადების შეგროვების მაჩვენებელი 45% იყო.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 1-ელი ნოემბრიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი მოქმედებს. დე ფაქტო მთავრობა 2025 წელს რუსეთიდან, სოციალური დახმარების სახით, 326 მილიონი კვტ/სთ-ის ელექტროენერგიის მიღებას ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები