დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილი, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. "ჩერნომორენერგოს" ე.წ. ხელმძღვანელის განცხადებით, მიზეზი ჯვრის წყალსაცავში [ენგურჰესში] წყლის დაბალი დონეა, რის გამოც, შესაძლოა, ელექტროენერგია ავარიულად გაითიშოს.
"იმ რეჟიმში, რომელშიც ჩვენ დღეს ვმუშაობთ, ეს არა ავარიული, არამედ საგანგებო მდგომარეობაა", - განაცხადა თემურ ჯინჯოლიამ.
მისი ინფორმაციით, სიტუაციის დასასტაბილურებლად, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა იგეგმება, რის გამოც დე ფაქტო მთავრობა სხვა ხარჯებზე უარს იტყვის.




























