მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთში მაინერები, შეიძლება, დააკავონ

მაინინგი

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგისთვის პატიმრობა განისაზღვრა. ამას ითვალისწინებს ე.წ. კანონპროექტი, რომელიც დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით 16 დეკემბერს მიიღო.

ე.წ. პროექტის მიხედვით, კრიპტოვალუტის მაინინგისთვის აღჭურვილობის იმპორტმა, შეიძლება, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს.

დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მოპოვება ასევე სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს. ე.წ. კანონის მიხედვით, 30 კილოვატზე მეტი ენერგიის მოხმარება დიდი რაოდენობით უკანონო მოხმარებად ჩაითვლება.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისია. მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 2 საათი მიეწოდებათ. კრიზისის მთავარი მიზეზი კრიპტოვალუტის მაღალი მოხმარება, რუსეთის მხრიდან უფასო ელექტროენერგიის მიწოდება და ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები