მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობა ქართველების წინააღმდეგ მებრძოლ რობერტ არშბასაც სურს

რობერტ არშბა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატად რობერტ არშბა დაარეგისტრირა.

რობერტ არშბა 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში მონაწილეობდა. ის 1995 წლიდან 1996 წლამდე ე.წ. ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა.

2013-2023 წლებში ის ე.წ. კონტროლის პალატის თავმჯდომარე იყო.

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატები ამ დროისთვის არიან: რობერტ არშბა, ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა და ოლეგ ბარციცი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები