მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობა სურს კან კვარჭიას, რომელსაც რუსებთან პრობლემები აქვს

კან კვარჭია

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობა კან კვარჭიას სურს. აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი კანდიდატურა დაარეგისტრირა.

კან კვარჭია ე.წ. ოპოზიციის ლიდერი და დეპუტატია. ის ადრე სოხუმის დე ფაქტო მერი იყო. კან კვარჭია მთავარი მოწინააღმდეგე იყო იმ კანონებისა, რომელთა მიღება მოსკოვს სურდა, თუმცა პროტესტების გამო ვერ მოხერხდა. კვარჭიას აფხაზების ნაწილი ანტი რუს დეპუტატად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ 19 დეკემბერს, კან კვარჭია ე.წ. პარლამენტთან დაიჭრა, როდესაც ადგურ ხარაზიამ ესროლა. ფაქტს ვახტანგ გოლანძია ემსხვერპლა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები