დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთის გავლით ეკონომიკურ ტრანზიტზე რაიმე სახის გადაწყვეტილება, ჯერ მიღებული არ არის. ასლან ბჟანიას თქმით, “საჭიროა აფხაზური და ქართული მხარეების მზადყოფნა”.
“აფხაზეთს შეუძლია, ამ ისტორიაში ინტეგრირდეს თუ ჩვენ მზადყოფნას გამოვავლენთ. ამასთან, თუ ქართული მხარე მზადყოფნას გამოავლენს”, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
სოხუმში, აფხაზ და რუს ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე, დე ფაქტო პრეზიდენტმა სოხუმის აეროპორტზეც ისაუბრა. ასლან ბჟანიას თქმით, თუ საერთაშორისო არენაზე სიტუაცია არ დაიძაბება, აეროპორტი 2024 წლის 31 დეკემბერს ამოქმედდება.
ასლან ბჟანიას განცხადებით, ინვესტორის ვინაობა ოქტომბრის ბოლომდე გახდება ცნობილი.




























